ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში 162-ე თეატრალური სეზონი პრემიერით, ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით – „დაფდაფები ღამით“ გაიხსნა. დადგმაში მონაწილეობს სამი თეატრის შემოქმედებითი დასი – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი.
ბრეხტის „დაფდაფები ღამით“ ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი პიესაა, რომელიც საქართველოში პირველად დაიდგა. სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია.