პრემიერა ოზურგეთის თეატრში

პრემიერა ოზურგეთის დრამატულ თეატრში. მაყურებელმა რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი „რესპუბლიკა გურია“ იხილა. სიუჟეტი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ დოკუმენტურ მასალებს ეყრდნობა. სპექტაკლში ხაზგასმულია უბრალო ადამიანის როლი თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პერსონაჟები არიან არა ისტორიულად ცნობილი ფიგურები, არამედ გლეხები, რომლებიც ადამიანური ღირსებების დასაცავად იბრძვიან. სპექტაკლში მონაწილეობს ოზურგეთის თეატრის მთელი დასი. პრემიერას კულტურის მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლი კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ეს არის ინოვაციური წარმოდგენა თხრობის განსხვავებული, არავერბალური ფორმით.