სირიის იდლიბის პროვინციაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
სირიის არმიის ოპერაციის დროს თურქი სამხედროები დაიღუპნენ, რამაც ოფიციალური ანკარა უკიდურესად გააღიზიანა. თუ რეგიონში ვითარება არ დასტაბილურდება, თურქეთის ხელისუფლება იდლიბში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს. თურქეთის მოსაზღვრე იდლიბი მეათე თვეა, სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრია.