სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად იძაბება.
სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები რეგიონში ომს ელოდებიან. დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის რეგიონის ირგვლივ იზრდება, რომელიც ბაქოს და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მთავარი დაბრკოლებაა. სომხეთი, აზერბაიჯანს საზღვრებთან ჯარების მობილიზაციაში ადანაშაულებს. რეგიონში ომის წინააღმდეგ ღიად გამოდის ირანი, თეირანიდან მუქარის შემცველი განცხადებებიც გაისმა.
უთანხმოების მიზეზია სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების ჩასვლის საკითხიც. სომხეთში სამხედრო წვრთნების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგებიან რუსეთი და ირანი.