დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოში გერმანიის ელჩიც დაესწრო. მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ქართულმა და გერმანულმა მხარემ პროექტს მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების სააგენტო 16 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.