სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა. 27 წლის ახალგაზრდა, რომელიც ღამის კლუბთან პოლიციელის და დაცვის სამსახურის ორი თანამშრომლის დაჭრაშია ბრალდებული, გირაოთი გათავისუფლდა. საქმე, რომელიც მართლმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს – ეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებაა. დააყენა თუ არა მოსამართლემ სასამართლოს რეპუტაცია ეჭვქვეშ – მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც 13 იანვრის ღამეს მომხდარ ინციდენტში ბრალდებულს სამი, მათ შორის ერთი მძიმე მუხლი აქვს წაყენებული.
პროკურატურა თამაზ ქვლივიძის მიმართ გამოყენებულ არასაპატიმრო ღონისძიებას ზედა ინსტანციაში ასაჩივრებს.