დაჭრილი და დაშავებული მებრძოლების ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა უწყების მხარდაჭერის პოლიტიკასა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ფონდისთვის დამატებით 800 000 ლარი გამოიყოფა, 2024 წლის იანვრიდან კი, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასთან ერთად, დაჭრილ მებრძოლთა ყოველთვიური კომპენსაციაც გაიზრდება. ასევე, მიმდინარე წელს, თავდაცვის უწყება და ფონდი, 20 დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს მკურნალობას დაუფინანსებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.