მსოფლიოს ყურადღება ახლა პუტინისა და ერდოღანის შეხვედრისგან არის მიპყრობილი. რუსეთისა და თურქეთის ლიდერები ერთმანეთს 4 სექტემბერს, სოჭში უნდა შეხვდნენ. განსახილველ საკითხებს შორის, სავარაუდოდ, რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნებაცაა. მსოფლიო მედიის ინფორმაციით, პუტინს სურს, ერდოღანის დახმარებით რუსული ხორბლის ექსპორტისთვის ალტერნატიული გზები მოძებნოს. განსაკუთრებული მისია ახლა ერდოღანს აკისრია, თურქეთის პრეზიდენტი პუტინს რუსული ხორბლის ტრანსპორტირებაში უნდა დაეხმაროს, პარალელურად კი, რუსეთის პრეზიდენტი დაითანხმოს ორთვიანი წყვეტის შემდეგ მარცვლეულის აქამდე მოქმედ შეთანხმებას დაუბრუნდეს. რუსულ მხარეს საკუთარი წინადადება უკვე გაუგზავნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმაც.