ხაშურის და სურამის მოსახლეობა მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მდინარე სურამულა ნაგვით სავსე და კანალიზაციით დაბინძურებულია. ანტისანიტარიასთან ერთად, მდინარე ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის სტიქიური პროცესების გააქტიურების დროსაც. დაბინძურებულმა მდინარემ სანიაღვრე არხების არარსებობის გამო საცხოვრებელი სახლები რამდენჯერმე დატბორა. საუბარია სურამულას 12-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის კალაპოტი წლებია, არ გაწმენდილა.