პოლიციის კორდონები კინოთეატრებთან.
საქართველოში მხატვრული ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერისთვის ემზადებიან.
ეს სამზადისი განსხვავებულია. კინოთეატრების ადმინისტრაციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. თბილისში ორ ლოკაციაზე იკრიბებიან საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ჩვენების წინააღმდეგ გამოდიან. მობილიზებული არაიან სამართალდამცავები, რომლებსაც რამდენიმე ინციდენტზე რეაგირება უკვე დასჭირდათ. ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად შეკრებას ვერის ბაღში მართავს.
ადგილზე ლიკა ალელიშვილი მუშაობს.