ახალი ქართული ფილმი „დიდი შესვენება“

მალე ეკრანებზე ახალი ქართული მხატვრული ფილმი გამოვა.

„დიდი შესვენება“, – ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც კლასელების ურთიერთობასა და მეგობრობაზეა. რეჟისორის მიზანია, აჩვენოს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნება და როგორ სძლევს მეგობრობა და წარსულში გატარებული წლები ყველანაირ ნეგატიურ ფაქტორს.