ბავშვების სასკოლო ასაკზე კიდევ ერთი ცვლილება დამტკიცდა.
პატარებს, რომლებსაც ექვსი წელი პირველ დეკემბრამდე უსრულდებათ, სწავლის დაწყების უფლება ექნებათ. წესი სავალდებულო მხოლოდ იმ კატეგორიისთვისაა, რომლებიც 17 სექტემბრამდე დაიბადნენ. დანარჩენ შემთხვევებში კი მშობლებს არჩევანის საშუალება მიეცემათ. წლების წინ კანონში შესულმა ცვლილებამ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ბავშვებს, რომლებიც სწავლების დაწყების დღეს ექვსი წლის არ იყვნენ, სკოლაში მისვლა არ შეეძლოთ. მშობლების პროტესტის და მოთხოვნის პასუხად ვადებმა 2021 წლიდან ეტაპობრივად გადაიწია. ბოლო ცვლილება მომავალ წელს იგეგმება.