შეზღუდვები სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების სფეროში. კანონპროექტს ამ წუთებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე განიხილავენ. ახალი რეგულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელდება. მათთვის სუროგაცია და ინვიტრო განაყოფიერება საქართველოში ხელმისაწვდომი აღარ იქნება. სუროგაციის სერვისით სარგებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სუროგაციასთან დაკავშირებით რეკლამების განთავსება, როდესაც იგი ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალური სარგებლის შეთავაზებას ეხება. უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ახალი რეგულაციები არ მოსწონთ.