სუროგაციის რეგულირება

შეზღუდვები სუროგაციის და ინ-ვიტრო განაყოფიერების სფეროში.

კანონმდებლობა მკაცრდება – ახალი რეგულაციები უცხოეთის მოქალაქეებზე გავრცელდება. მათთვის საქართველოში სუროგაცია დასაშვები აღარ იქნება. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული წყვილებისთვის რეგულაციები დაწესდება ინ-ვიტრო განაყოფიერების მიმართულებითაც. კანონის გამკაცრების და შეზღუდვების ამოქმედების მიზეზად სხვა ქვეყნების პრაქტიკა, ასევე ბავშვების ვაჭრობასთან დაკავშირებული საფრთხეები სახელდება. სიახლე იქნება ისიც, რომ სუროგატობის ან დონორობის მსურველებისთვის უანგარობის პრინციპი იმოქმედებს და მათ მხოლოდ პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები აუნაზღაურდებათ. კლინიკებს, სადაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებია დანერგილი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიმართ გარკვეული კითხვები და შენიშვნები აქვთ.