ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“კანონში

უკვე დაინიცირებულია სუროგაციასთან დაკავშირებით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებიც. კანონპროექტს უახლოეს მომავალში რამდენიმე კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც, პროექტი პირველი მოსმენით სესიაზე გავა. დოკუმენტის მიხედვით, მედიცინის დახმარებით, რეპროდუქციული საქმიანობა შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე განხორციელდება, იკრძალება სუროგაციასთან დაკავშირებით რეკლამების განთავსება, როდესაც ის ეხება ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალური სარგებლის შეთავაზებას. მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ცნობილია, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება, რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, ოპოზიციის ნაწილი რეგულაციებს სკეპტიკურად უყურებს.