ახალ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებით ხვდება ჯანდაცვის სექტორი.
უკვე გაიზარდა იმ სამედიცინო პერსონალის ჩამონათვალი, ვისთვისაც მინიმალური ხელფასი დაწესდა. გარდა ამისა, სტომატოლოგიური კლინიკები ვალდებულნი ხდებიან თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია უზრუნველყონ B ჰეპატიტზე და ჩაატარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე. მიმდინარე წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავს ცვლილებები შეიტანოს დიარჯი დაფინანსების მეთოდში. შესაბამისად არ არის გამორიცხული ზოგ სამედიცინო სერვისზე, დაწესებული ტარიფი გადაიხედოს.