ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილებაა. გადაწყვეტილება 2 და 3 ივლისს მოსალოდნელ განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურას უკავშირდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, მიუხედავად ამობეჭდილი აქვთ თუ არა საგამოცდო ბარათი, ხელმეორედ უნდა შეამოწმონ საგამოცდო თარიღი.
პარალელურად, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სასწრაფოდ მოხდება მობილური ან გადასატანი კონდიციონერების შეძენა.