პოლიცია დილიდან თბილისის სასწავლო დაწესებულებების ნაწილში ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებდა. შეტყობინებები ცრუ აღმოჩნდა. საგანმანათლებლო პროცესი შეწყდა ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც სამართალდამცავები შემოწმებაზე შევიდნენ და სადაც დირექციამ ბომბის არსებობის შესახებ მიიღო შეტყობინება. განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლებმა იმოქმედეს შესაბამისი პროტოკოლით. შემოწმების პროცესი უკვე დასრულდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა.