სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები 

საგანგაშო სტატისტიკა. საქართველოში მცხოვრები 10 000-ზე მეტ ბავშვს სკოლასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია – ამ შედეგით დასრულდა განათლების სამინისტროს მიერ სხვადასხვა უწყებასთან ერთად ჩატარებული კვლევა. ახლა იწყება მეორე ეტაპი, რა დროსაც მოზარდების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და მათი სკოლებს მიღმა დარჩენის მიზეზები უნდა დადგინდეს. სფეროს სპეციალისტების აზრით, სტატისტიკაში ძირითადად იძულებით შრომაში ჩართული ბავშვები მოხვდნენ. განათლების სამინისტრომ მშობლებთან საკომუნიკაციოდ უკვე გამოყო სოციალური მუშაკები. უწყებას კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული იმისთვის, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე 10 000-მდე ბავშვი საგანმანათლებლო პროცესში ჩართოს.