ცრუ შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ

აეროპორტი, სკოლები, სავაჭრო ობიექტები – შეტყობინებები, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე ბოლო დღეებში დაფიქსირდა, ცრუ აღმოჩნდა.

საგამოძიებო უწყება კამპანიური ხასიათის ზარებს მიღმა საერთაშორისო ქსელური თამაშების კვალს ხედავს. ძიების მასალების მიხედვით, საქმეში ფიგურირებს საქართველოს არასრუწლოვანი მოქალაქის ტელეფონის ნომერიც. დადგენილია, რომ მოსალოდნელ აფეთქებებსა და ტერორისტულ თავდასხმებზე ყველა ზარი უცხოეთიდან დაფიქსირდა. ცრუ შეტყობინებების ინიციატორებს სამართალდამცავი უწყება ახლა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ეძებს. ცრუ ზარებმა ბოლო ერთ თვეში თბილისის და ბათუმის რამდენიმე მსხვილი ობიექტი მოიცვა, საიდანაც ადგილზე მყოფთა სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო.