მესტია და ყაზბეგი – ქვეყნის მასშტაბით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ორ მუნიციპალიტეტშია გაუარესებული. ინფიცირებულთა კონტაქტების დროულად გამოსავლენად და ჯაჭვის გასაწყვეტად, მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ჩვენი გადამღები ჯგუფები მაღალი რისკის ზონებში რჩებიან. გაფართოვდა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის კლასტერი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19 კიდევ ცხრა ადამიანს დაუდასტურდა.
ნათია ქენქაძე ემზადება პირდაპირი ჩართვისთვის დაბა სტეფანწმინდიდან.