13 ინფიცირებული ჰყავს რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს. აქედან ექვსი არასრულწლოვანია და ყველა მათგანი სატვირთოს ინფიცირებული მძღოლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები არც ერთს არ აქვს.