კოვიდ-19-ის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში პირველ ადგილს ისევ შეერთებული შტატები იკავებს. „სიენენის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში ვირუსი 71 135 ადამიანს დაუდასტურდა. დაღუპულების საერთო რაოდენობა 138 000-ს აჭარბებს.
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 45 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ესპანეთში, მაისის შემდეგ, ინფექციის ყველაზე სწრაფი გავრცელება აღინიშნა. 17 ივლისის მონაცემით, ვირუსის 580 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში შეზღუდვები ხელახლა დაწესდა.