COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

კოვიდ-19-ის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში პირველ ადგილს ისევ შეერთებული შტატები იკავებს. „სიენენის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში ვირუსი 71 135 ადამიანს  დაუდასტურდა. დაღუპულების  საერთო  რაოდენობა  138 000-ს აჭარბებს.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 45 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ესპანეთში, მაისის შემდეგ, ინფექციის ყველაზე სწრაფი გავრცელება აღინიშნა.  17 ივლისის მონაცემით, ვირუსის 580 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში შეზღუდვები ხელახლა დაწესდა.