მესტიის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიებში გაგზავნილი 280 ტესტიდან, ერთ პირს სუსტად დადებითი პასუხი მიუვიდა, ერთი კი – საეჭვო. პირს, რომელთან დაკავშირებითაც სუსტად დადებითი პასუხი მიიღეს, დღეს რუხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ლენჯერის თემსა და დაბა მესტიაში დადასტურებული შემთხვევების ყველა კონტაქტს, განმეორებითი ტესტირება უკვე ჩაუტარდა. დაბა მესტია და ლენჯერის თემი უკვე მე-15 დღეა ჩაკეტილია და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.