საზღვრების გახსნამდე სამი კვირით ადრე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სულ უფრო სტაბილურდება.
ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად „კოვიდ 19“-ის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. ისევ საყურადღებო რჩება მარნეულის ორი სოფელი და საბურთალოს კლასტერი, რომელსაც დღეს კიდევ ორი დაინფიცირებული დაემატა. დანარჩენილი ორი შემთხვევა კი საკარანტინე სივრციდანაა.
იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ადამიანთან დაავადება შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მაინც სიფრთხილისკენ და პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.