საგანგაშოდ რთულია ეპიდვითარება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ევროპა ისევ კოვიდ-პანდემიის ეპიცენტრი ხდება. ბოლო პერიოდში ინფიცირებისა და ლეტალობის მზარდი რიცხვის ფონზე, ევროკავშირის ლიდერებმა ზომების გამკაცრება, კოვიდ-რეგულაციებით დაღლილმა მოქალაქეებმა კი საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში თებერვლისთვის კიდევ ნახევარ მილიონამდე კოვიდით გარდაცვლილს პროგნოზირებს.