როგორ შეძლო ვაქცინაციით დანიამ ცხოვრების ძველ რეჟიმზე დაბრუნება.
„მოამბის“ ჟურნალისტმა დანიის რამდენიმე ქალაქში ორი კვირა გაატარა და ამ დროის განმავლობაში პირბადის გამოყენება საერთოდ არ დასჭირვებია. დანიაში მოსახლეობის თითქმის 80%-ია აცრილი. ამ მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა, მათ შორის ნიღბების ტარების აკრძალვა გააუქმა. ერთადერთი რეგულაცია, რომლითაც დანია პანდემიას მართავს, მწვანე საშვების სისტემაა. თუმცა კოვიდ-პასპორტები, საქართველოსგან გასხვავებით, კოვიდ-გადატანილ მოქალაქეებს მხოლოდ ექვსი თვის ვადით ეძლევათ. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აცრის შემდეგ დანიაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი დაბალია.