„კოვიდ-19“ და ვაქცინაცია ახალგაზრდებში – რა ფაქტორები აფერხებს იმუნიზაციას და რა ნაბიჯები უწყობს ხელს აცრების გააქტიურებას. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დადგინდა, რომ „18-29 წლის მოქალაქეებს შეთქმულების თეორიების სჯერათ და გვერდითი ეფექტების ეშინიათ, რის გამოც, უარს ამბობენ ვაქცინაციაზე“. საპასუხოდ, აღინიშნა, რომ საჭიროა სწორი და პირდაპირი კომუნიკაცია. სპეციალისტების განცხადებით, პანდემიის დასრულებულად გამოცხადება ჯანმო-ს პრეროგატივაა და ის ჯერ შორეული პერსპექტივაა.