ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.

სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ვაქცინაცია უტარდება როგორც პატრონიან, ასევე მიკედლებულ ძაღლებსა და კატებს. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად დაახლოებით 270 ათასამდე ცხოველს ცრის. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2007 წელს დაარსდა.