ცოფის შემთხვევები თბილისში

ცოფის ვირუსის გავრცელების საფრთხეებსა და პრევენციის შესახებ, ბრიფინგი გამართა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, საქართველო იმ 150 ქვეყანაში შედის, სადაც ცოფის ვირუსი ენდემური პრობლემაა.

ვახტანგ ლომჯარია ეხმაურება ბოლო პერიოდში საქართველოში გამოვლენილ ცოფის შემთხვევებსა და აცხადებს, რომ შემთხვევები შემცირებულია და აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ცოფის ვირუსის ადამიანზე გადაცემის შემთხვევაც არ გვქონია. ლომჯარია მოსახლეობას ურჩევს, დაკბენის ან დაკაწვრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სპეციალისტებს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ზაფხულის პერიოდში დასახლებულ პუნქტებთან ქვეწარმავლების გამოჩენაზე და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში აღმოჩენილი ქვეწარმავლების სახეობა საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა გარკვეული რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.