ცოფის გაზრდილი შემთხვევები.
ამბროლაურის და მარტვილის შემდეგ კარანტინია გამოცხადებული ხონის რაიონში. მიუსაფარმა ძაღლმა, რომელიც ცოფით დაავადებული აღმოჩნდა, სამი მოზარდი დაკბინა, აკვირდებიან ცხოველთან შეხებაში მყოფ კიდევ 15 ადამიანს. კითხვა, რომელიც ბოლო ფაქტებმა გაააქტიურა – რატომ არის მოუწესრიგებელი მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა და შესაბამისად, ვაქცინაცია – როგორც ირკვევა, პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით რეგიონებში დგას, რასაც მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობა და ვაქცინაციის ცენტრებში დაბალი მიმართვიანობა ემატება. კანონმდებლობით, ქუჩის ძაღლების ვაქცინაციის პროცესს მუნიციპალიტეტი უნდა აკონტროლებდეს, თუმცა აღსრულების კუთხით სერიოზული პრობლემაა. სურსათის უვნებლობის სამსახური გამოსავალს ძაღლების გამრავლების შეზღუდვაში და საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაში ხედავს.