პირველად კულტურული მემკვიდრეობის 130-ზე მეტი ნუმუში ერთ სივრცეში.
თბილისში მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშების გამოფენა გაიხსნა. კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრები 30 მაისამდე , „სილქ ფაქტორ სტუდიოს“ საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე გატანილი ნიმუშების უმეტესობა ცნობილი მხატვრების ის ნამუშევრებია, რომლებსაც ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს.