შემდეგი რეპორტაჟი მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელზეა. ის უკვე თითქმის სრულად დაიცალა ადგილობრივებისგან. სოფელში მუნიციპალური სერვისებიდან არაფერია. არ არის სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, არც სკოლა და არც მაღაზია. არსებობს თუ არა ადგილზე დარჩენილი რამდენიმე ოჯახის დახმარების გეგმა? შეკითხვით „მოამბე რეგიონებმა“ მარნეულის მერიას მიმართა, თუმცა იქ კომენტარი არავინ გააკეთა. ნახეთ რუსუდან ლოლაძის და ირაკლი თელაურიძის სიუჟეტი.