ცხოვრება რეგულაციების გარეშე - სპეციალისტების რეკომენდაციები

მკაცრი შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად და ეპიდ-ვითარების დასტაბილურებისთვის მთავარი რეკომენდაცია ისევ პირბადის ტარება და ვაქცინაციაა.

დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, წელს კორონავირუსით გარდაცვლილთა 99 %-ზე მეტი არა ვაქცინირებული პაციენტი იყო. ინფექციონისტების თქმით, „კოვიდ-19“ მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს ვაქცინირებულ პაციენტებში, ყოველ 1000 აცრილ ინფიცირებულზე კი გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება. იმუნიზაციის ტემპის დაჩქარების მიზნით საკოორდინაციო საბჭო რეგიონებში ვაქცინაციისთვის დამატებითი სივრცეების მობილიზებას გეგმავს. ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მთავარ მექანიზმად რჩება პირბადეც. სწორედ ამიტომ ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ პირბადე ატარონ როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში.

თამუნა ნადარეიშვილი გვიამბობს, რატომ არის პირბადის ტარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვირუსის „დელტა“ შტამის აქტიური გავრცელების პირობებში.