ზამთრის საძოვრებზე ახლა დოლის პერიოდია. ამ დროს მეცხვარეებს განსაკუთრებული შრომა უწევთ. წლევანდელი ზამთარი შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებისთვის გვალვიანი აღმოჩნდა, რამაც ცხვრის ფარა თითქმის საკვების გარეშე დატოვა.
როგორ ახერხებენ მეცხვარეები რთულ პირობებში საქმიანობის გაგრძელებას, რა პრობლემებს ხვდებიან მთიდან ბარში და ბარიდან მთისკენ ასობით კილომეტრ გზაზე გადაადგილებისას და ყოველწლიურად რატომ ყრიან მწყემსები ტონობით მატყლს – ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.