მკვლელობა კახეთში

მკვლელობა მოხდა კახეთში. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ მწყემსებს შორის დაპირისპირება უძღოდა. რის შემდეგაც, ერთ-ერთმა პირმა 48 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა კახეთში, გუშინ გვიან ღამით მოხდა.