აქცია ყვარელში

სოფელ ზინობიანის მოსახლეობამ საძოვრების საკუთრებაში დაბრუნება მოითხოვა. აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაუპირისპირდა. მისი განცხადებით, აღნიშნული პრობლემები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება. აქციაზე იმყოფებოდა მერიც. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ეკონომიკის სამინისტროს, დაუბრუნდეს აღნიშნული მიწის ფართობებს საძოვრების სტატუსი, შემსყიდველი კი თანახმაა იგივე ფასში დაუბრუნოს სოფელს საძოვრები, რაც 2016 წელს გადაიხადა.