ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, ცოფის საწინააღმდეგოდ შინაური ცხოველების რევაქცინაცია დაიწყო.
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინაციის მიზეზი მხოლოდ პრევენციული ხასიათისაა და ის დაავადების რაიმე შესაძლო გავრცელებას არ უკავშირდება.
ცოფზე ცხოველების ვაქცინაცია უფასოა. სურვილის შემთხვევაში მოქალაქებმა უნდა დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე.