ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პატრონებს შინაური ცხოველების მუნიციპალურ თავშესაფარში დარეგისტრირებას სთავაზობს, რის შემდეგაც, ისინი ცხოველის უფასოდ სტერილიზაცია-კასტრაციას შეძლებენ. სააგენტოს დირექტორის განმარტებით, რეგისტრაციის საფასური 19 ლარია. კამპანიას დროებითი სახე აქვს და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა შედეგებიდან გამომდინარე, სააგენტო არ გამორიცხავს, რომ ვადები გაიზარდოს. მიზანი ცხოველთა რეგისტრაციის წახალისებაა.