ცხოველების წამებაზე კანონმდებლობა მკაცრდება.
იზრდება სანქციები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ცხოველებს სხვადასხვა სახის დაზიანებას აყენებენ. არ არის გამორიცხული, რომ მოძალადის მიმართ საპატიმრო სასჯელიც გამოიყენონ. სიახლეა ისიც, რომ არასრულწლოვნის მიერ ცხოველის წამების შემთხვევაში პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება.
პარლამენტში ინიცირებული კანონ-პროექტის ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.
ინიციატივის მიმართ შენიშვნები აქვთ უფლებადამცველებს, რომლებიც პირველ რიგში წამების და არასათანდოდ მოპყრობის ცნების მკაფიოდ განსაზღვრას ითხოვენ.