„საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის, ღვინის ჩაის პრეზენტაცია გამართა.
ღვინის ჩაი მაღალტექნოლოგიური მეთოდით საფერავის ყურძნის, წიპწის და ღვინის შერევის შედეგად მზადდება. ჩაიში ღვინოს ყველა სასარგებლო თვისება ალკოპოლის გარეშეა შენარჩუნებული. ქართულ ბაზარზე ღვინის ჩაი „ცხელი საფერავის“ შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ექსპორტს, როგორც „სტარტაპ საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, 2019 წლიდან კომპანია ექსპორტს სომხეთის, ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე განახორციელებს.
სპეციალისტების განცხადებით, „ცხელ საფერავს“ მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.