ციმბირული სუსხი ევროპაში.
აღმოსავლეთიდან ატლანტის ოკეანემდე გავრცელებულმა ძლიერმა ყინვამ და ქარმა კონტინენტის მასშტაბით, 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უამინდობის გამო, სხვადასხვა აეროპორტებში შეწყვეტილია ფრენები. დახურულია სკოლები და შეფერხებით ფუნქციონირებს ავტოტრანსპორტი.