ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, მოსალოდნელია ტემპერატურის მატებაც. დღეს კი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ყინვა და ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით.

მაღალმთიან რაიონებში ნავარაუდევია ნისლი და ქარბუქი. დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 1-6  გრადუსი იქნება.