პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ციფრული სწავლების პლატფორმა ამოქმედდა. პროექტი მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება; ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
აქამდე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფებს ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ციფრული სწავლების პლატფორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მოიცავს საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებს. პროექტი პირველ ეტაპზე ნომერ მე-16-ე დაწესებულებაში ამოქმედდა. სასწავლო პროცესს დღეს იუსტიციისა და განათლების მინისტრები გაეცნენ.