თანამშრომლობის მემორანდუმი

პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საკანონმდებლო მაცნეს წარმომადგენლებმა მოაწერეს. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერების განთავსებას გულისხმობს, სადაც მუდმივად განახლებადი ელექტრონული წიგნების კატალოგი აიტვირთება, მათ შორის ეთნიკურად არაქართველი პატიმრებისთვის რუსულ და ინგლისურ ენებზე. მემორანდუმი გულისხმობს ყოველკვარტალური ჟურნალის გამოცემასაც, რომლითაც მსჯავრდებულები მიიღებენ ინფორმაციას ნორმატიულ აქტებში შეტანილ ძირითად ცვლილებებზე.

დატოვე კომენტარი