დღეიდან ციხეებში ამანათების შეგზავნა ნებადართულია

10:32, 20.05.2020

პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათის შეგზავნა დღეიდან ისევ შესაძლებელია. უწყებაში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა.

ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული უფლებების ნაწილი, მათ შორის იყო პაემნები და ამანათების შეგზავნაც.

 

მსგავსი