ხანგრძლივი პაემნები განახლდა

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნები ისევ ნებადართულია. პროცესი კვლავ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, 20 ხანგრძლივი პაემანია ჩანიშნული. პენიტენციური სამსახური ყველა დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნების  შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პანდემიის გამო, პროცესი შეჩერებული იყო. მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით, ხანგრძლივი პაემნის დაგეგმვა მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ მსჯავრდებულებს შეუძლიათ.  რაც შეეხება ვიზიტორებს, მათი პაემანზე დაშვება ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და „პსრ“ ტესტის საფუძველზე ხორციელდება.