მსოფლიო ბაზარზე კრიპტოვალუტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები თბილისში არიან. საქართველო პირველად მასპინძლობს ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტს. ფორუმის თბილისში გამართვა იმ გარემოების გამო გადაწყდა, რომ მსოფლიოში ელექტრონული ვალუტების წარმოებით ქვეყანა ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
3-დღიან ღონისძიებაში მონაწილე დელეგაციები ერთად მსჯელობენ, რა მომავალი აქვს ვირტუალურ ფულს და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, რომელთა მიმართ ბოლო დროს ინტერესი სულ უფრო მზარდია.