ეკონომიკის მინისტრის განცხადება

არასწორი, გადაუმოწმებელი, პროვოკაციული და ცილისმწამებლური ინფორმაცია – ასეთია „ბითფიური ჯგუფის“ შეფასება „რუსთავი-2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.

კომპანია, რომელიც საქართველოში კრიპტოვალუტების წარმოებით არის დაკავებული, უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ელექტრონული ფულის წარმოება აფხაზეთშია გადატანილი, სადაც დენის მიწოდება უფასოდ, ენგურჰესიდან ხდება.

აბსურდულს უწოდებს ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრი, რომელიც დღეს ენგურჰესზე იმყოფებოდა.